არაოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი ინიშნება | Allnews.Ge

არაოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი ინიშნება

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესაძლოა დავით რაქვიაშვილმა დაიკავოს. როგორც არაოფიციალურად გახდა ცნობილი, პრეზიდენტს აღნიშნულ პოსტზე სწორედ რაქვიაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

დავით რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში რეინტაგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

პრეზიდენტი 15:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავს. გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს წარადგენს.

myquiz