რომელმა პარტიამ შეიტანა ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა მე-8 მოწვევის პარლამენტში | Allnews.Ge

რომელმა პარტიამ შეიტანა ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა მე-8 მოწვევის პარლამენტში

მე-8 მოწვევის პარლამენტში, მაჟორიტარ დეპუტატებს შორის ყველაზე მეტი კანონპროექტი დავით ონოფრიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თამარ კორძაიამ წარადგინეს.

შესაბამისი მონაცემები "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საკანონდმებლო პროექტების წარდგენაში 73 მაჟორიტარი დეპუტატებიდან მხოლოდ 36 დეპუტატი მონაწილეობდა. 6 კანონპროექტი წარდგენილია კოლექტიურად, 46-დან 80-მდე წევრის მონაწილეობით, ხოლო 37 მაჟორიტარ დეპუტატს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება საერთოდ არ გამოუყენებია.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტების წარდგენაში მონაწილეობა შემდეგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიიღეს: დავით ონოფრიშვილი - 41, ვახტანგ ხმალაძე - 33, თამარ კორძაია - 22, გიორგი კახიანი - 20, ნოდარ ებანოიძე - 18, შალვა შავგულიძე - 17, გედევან ფოფხაძე - 16, ზურაბ აბაშიძე - 16, ერეკლე ტრიპოლსკი - 14, ზაქარია ქუცნაშვილი - 14, ეკა ბესელია - 13, ზვიად ძიძიგური - 6, ზვიად კვაჭანტირაძე - 6, ალექსანდრე ქანთარია - 5, მირიან წიკლაური - 4, აკაკი ბობოხიძე - 4, მანანა კობახიძე - 4, იოსებ ჯაჭვლიანი - 4, მურმან დუმბაძე - 3, პაატა კიკნაველიძე - 3, ზაზა პაპუაშვილი - 3, ელისო ჩაფიძე - 3, თამარ ხიდაშელი - 3, დავით უსუფაშვილი - 2, დიმიტრი ხუნდაძე - 2, თამაზ ჯაფარიძე - 2, გიორგი გოზალიშვილი - 2, ვიქტორ დოლიძე -2, მალხაზ ვახტანგიშვილი - 2, პაატა ლეჟავა - 2, კახაბერ ოქრიაშვილი - 2, თეიმურაზ ჭკუასელი - 2, ზურაბ ზვიადაური - 1, ანზორ ბოლქვაძე - 1, გელა სამხარაული - 1 და მალხაზ წერეთელი -1.

მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით ჯამში 331 კანონპროექტი იქნა წარდგენილი.

როგორც ცნობილია, "რესპუბლიკური პარტია" ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდა.

myquiz