რომელ წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე | Allnews.Ge

რომელ წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 19 პარტიიდან და 6 ბლოკიდან ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. ხმათა უმრავლესობა 48.67 პროცენტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" ხმების 27.11 პროცენტით გავიდა, ხოლო "პატრიოტთა ალიანსმა" 5.01 პროცენტი მოიპოვა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 1 814 276 ადამიანი იღებდა, რამაც საერთო რაოდენობის 51 პროცენტი შეადგინა.

ALLNEWS.GE დაინტერესდა როგორ მიმდინარეობდა საარჩეფვნო პროცესი წლების განმავლობაში და როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა.

საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წლის თებერვალში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 81,5%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია აირჩია. თუმცა ისტორიამ აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ შემოგვინახა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უკვე 70 წლის შემდეგ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. 4- პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა და მანდატები პროპორციული სისტემით მიიღო. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლება 3 მილიონ 444 ათას ადამიანს ჰქონდა, საკუთარი პოზიცია კი 67%-დააფიქსირა.

საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი საარჩევნო ბარიერი 1992 წელს იყო. 2%-იანი ზღვარის გადალხვა პარტიების რეკორდულმა რაოდენობამ შეძლო და საქართველოს პარლამენტში 36-პარტიიდან 24-მა შესაბამისი მანდატები მიიღო.

1995 წელს წრმომადგენლობით ორგანოში შესასვლელად ბრძოლა, მხოლოდ იმ პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შეეძლოთ, რომლებიც 50 ათასი ადამინის მხარდაჭერას მოიპოვებდნენ. აღნიშნული პირობის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობას 53 პარტია იღებდა, თუმცა 5 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ 5-მა მათგანმა გადალახა. ყველაზე მეტი, 23 პროცენტი, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაფუძნებულმა პარტიამ, "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა" მიიღო. პოტენციური ამომრჩეველის საერთო რაოდენობა 3 121 075 იყო, საიდანაც მონაწილეობა 2 127 946 მიიღო.

1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 45 პარტია მონაწილეობდა, მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევად 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გახდა, შესაბამისად პარლამენტში მხოლოდ 3 პარტია მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი კი ხმათა უმრავლესობით, 41 პროცენტით კვლავ ედუარდ შევარდნაძის "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" იყო. აქტიური საარჩევნო უფლებით 3 143 851 ადამიანი სარგებლობდა, ხმის მიცემის პროცესში კი 2 133 878-მა მიიღო მონაწილეობა.

7-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა 2004 წელს 4 პარტიამ და 3-მა ბლოკმა სცადეს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "მემარჯევენე ოპოზიციამ" შეძლეს, რომლშიც მაშინ "ახალი მემარჯვენეები" და "მრეწველები გადაარჩენს საქართველოს" ერთიანდებოდნენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2 343 087 ჰქონდა, მონაწილეობა კი 1 498 012 მიიღო.

მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალი სახეები

წარმომადგენლობითი ორგანოს 2008 წლის არჩევნებში საარჩევნო ზღვარმა 5%-მდე დაიწია, 1 850 407 ამომრჩევლის 59%-ის ნდობა მმართველმა პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიმსახურა". ბარიერის გადალახვა კიდევ სამმა პარტიამ "გაერთიანებულმა ოპოზიციამ", "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" შეძლეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდნენ. ახლადჩამოყალიბებულმა პარტიამ ამომრჩეველთა 60.8 პროცენტის მხარდაჭერა დაიმსახურა. იმ წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური ატქივობა დაფიქსირდა, საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად 2 197 243 მივიდა.

myquiz