ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიიღოს.

აღნიშნულ საკითხზე "ქართულ ოცნებაში" ამჟამად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დანარჩენ საპარლამენტო პოსტებზე წარსადგენ პირებზე არ მიუღიათ და ამაზე მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც არჩევნები მთლიანად დასრულდება.

ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე?

ამასთან, "ქართულ ოცნებაში" პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.

აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ კობახიძე პარტიის გამოკვეთილი პოლიტიკური სახეა.

myquiz