რომელი პარტია გადალახავს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს | Allnews.Ge

რომელი პარტია გადალახავს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღეა დარჩენილი და თითოეული პარტია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუმცა, პოლიტოლოგების უმრავლესობის აზრით, პარლამენტში გარანტირებული ადგილი მხოლოდ ორ პარტიას ექნება.

რომელი პარტია გადალახავს 5 პროცენტიან ბარიერს და იქნება თუ არა მრავალპარტიული ახალი მოწვევის პარლამენტი. ამის გასარკვევად ALLNEWS პოლიტოლოგებს გაესაუბრა, რომელთაც წინასწარი პროგნოზი გააკეთეს.

ვალერი გორგილაძე - ჩემი პროგნოზით, "ქართული ოცნება" 105 მანდამტამდე აიღებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი მაქსიმუმ 25 მანდატს. ვვარაუდობ, რომ 6-7 დეპუტატი ეყოლება "თავისუფალ დემოკრატებს". სავარაუდოდ ბარიერს გადალახავენ "პატრიოტებიც". ასევე ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ ლეიბორისტებსა, ბურჯანაძესა და ბურჭულაძის პარტიას. ვფიქრობ, პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია შევა. დღევანდელი მონაცემებით "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვს.

გია ხუხაშვილი - ორი ურთიერთდაპირისპირებული სოციოლოგია გვაქვს, რააც არაფერს არ ნიშნავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე მათგანში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულია, შესაძლოა სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ამ კვლევით თუ ვიხელმძღვანელებთ, პარლამენტში აუცილებლად შევა "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ყველა სხვა დანარჩენი პარტია ბარიერზეა. რა მოხდება რეალურად რთულად პროგნოზირებადია.

საქართველოში ასეთი სიტუაცია არ მახსოვს. სასურველია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველის ხმები რამდენიმე პარტიაზე გადანაწილდეს, რათა ჩვენ მულტიპრტიული პარლამენტი მივიღოთ.

ნიკა ჩიტაძე - ჩემი აზრით, პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი ორ პარტიას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია. ამაზე ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებიც მეტყველებს. ვისრუვებდი, რომ პარლამენტში, რაც შეიძლება მეტი პროდასავლური პარტია შევიდეს და 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.

ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ - "თავისუფალ დემოკრატებს", "სახელმწიფო ხალხისთვის", ასევე "რესპუბლიკურ პარტიასაც".

myquiz