თორნიკე შარაშენიძე - ძალიან სამწუხაროა, თუ რუსეთს შეუძლია თბილისის შუაგულში მოაწყოს ტერაქტი | Allnews.Ge

თორნიკე შარაშენიძე - ძალიან სამწუხაროა, თუ რუსეთს შეუძლია თბილისის შუაგულში მოაწყოს ტერაქტი

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე თბილისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში "რუსეთის ჩარევას" არ გამორიცხავს.

როგორც პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, გივი თარგამაძეზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. მისივე თქმით, "ძალიან სამწუხაროა, თუ რუსეთს შეუძლია თბილისის შუაგულში მოაწყოს ტერაქტი".

"არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, უფრო არ მჯერა, რომ თავი აიფეთქა, რადგან თავის აფეთქება ასე მარტივი არ არის. შეიძლება მართლა აიფეთქო და მოკვდე. ასე, რომ ეს აბსურდია და უნდა გამოვრციხოთ. ასეთი ვერსია შეიძლება გააჩნდეს ყველაზე უფრო არაინფორმირებულ, ყველაზე უფრო არაობიეტქტურ ადამიანებს. ეს ვიღაცა სულ სხვა მხარის გაკეთებულია. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული რუსების ჩარევა. ჩვენ ვიცით, რომ თარგამაძეზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული.

ძალიან სამწუხაროა, თუ რუსეთს შეუძლია თბილისის შუაგულში მოაწყოს ტერაქტი. შეიძლება ეს გააკეთა, ვიღაც აბსოლუტურად სხვამ, ამის გაკეთება ახლა მოხერხებულია, რადგან ყველაფერი არჩევნებს და ხელისუფლებას დაბრალდება საბოლოო ჯამში. ასე, რომ თუ ვინმეს ანგარიში ჰქონდა გივი თარგამაძესთან, ახლა კარგი იყო ამის მოწყობა. ასევე სამწუხაროდ, არ არის გამორციხული, რომ ვიღაცამ მთავრობაში თავი გამოიდო და ამის გაკეთება მოინდომა. სამწუხაროდ, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ მე მგონია, რომ ამის ნაკლები შანსია", - განაცხადა შარაშენიძემ.

გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

myquiz