საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაშინვე მოხდება - შს მინისტრი | Allnews.Ge

საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაშინვე მოხდება - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ.

ამის შესახებ მღებრიშვილმა განაცხადა, რის საფუძვლადაც სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე გამოცემული განჩინება დაასახელა.

სანდრა რულოვსი - მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს

"არსებობს სასამართლოს განჩინება მისი დაპატიმრების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი შს სამინისტროს ძებნილთა ბაზაში იმყოფება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იგი დაკავებული იქნება საზღვრის გადმოკვეთისთანავე, რასაც ითვალისწინებს პოლიციის მიერ ძებნილი პირების დაკავების სტანდარტული პროცედურა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

myquiz