გიორგი მარგველაშვილის აზრით, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ.

პრეზიდენტის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას შესაბამისი პასუხი გაეცეს და საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლებრივ გარემოში წარიმართოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება, საარჩევნო პროცესიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია, რასაც, პირველ რიგში, პასუხი სამართალდამცველთა მხრიდან უნდა გაეცეს.

"არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე. არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი, ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება 8 ოქტომბერს მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში გააკეთონ საკუთარი არჩევანი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

myquiz