სუს-ი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაკითხვაზე იბარებს | Allnews.Ge

სუს-ი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაკითხვაზე იბარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე იბარებს.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მათ შესაბამისი უწყებები დღესვე გადაეცემათ.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გიგი წერეთელი - სუს-ი, მუსი, პუსი ყოველდღიურად გვისმენს რას ვაკეთებთ, რა რევოლუციაზეა საუბარი?

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

myquiz