ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ბინძური საქმეების" შესრულების რესურსი არ აქვს | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ბინძური საქმეების" შესრულების რესურსი არ აქვს

"ნაციონალური მოძრაობა" ბინძური საქმეების მოფიქრებაში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, თუმცა ამ ყველაფრის შესრულების რესურსი ამ მარგინალურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ამის გარანტია "ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ.

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

"ნაცმოძრაობის" ოფისებში ლიდერების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, იგეგმება დესტაბილიზაცია, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სრულად ფლობს სიტუაციას და ვითარებას. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, არეულობა შემოიტანოს საარჩევნო პროცესებში, ზოგადად ქვეყანაში. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ არც "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა კობახიძემ.

myquiz