გიგი წერეთელი - სუს-ი, მუსი, პუსი ყოველდღიურად გვისმენს რას ვაკეთებთ, რა რევოლუციაზეა საუბარი? | Allnews.Ge

გიგი წერეთელი - სუს-ი, მუსი, პუსი ყოველდღიურად გვისმენს რას ვაკეთებთ, რა რევოლუციაზეა საუბარი?

ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი საუბარი მას მიხეილ სააკაშვილთან საერთოდ არ ჰქონია.

"ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები. არ ვიცი რას ემსახურება. მე ვარ ქუთაისში. ვატარებ წინასაარჩევნო კამპანიას. სუსი, მუსი , პუსი თუ ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად. რა რევოლუციაზეა საუბარი. რა სისულელეა. რას ემსახურება ეს, ან რისი მომტანია. მე რომ ვთქვა ახლა, გვჭირდება რევოლუციური გარდაქმნა ეკონომიკაში, ეს რევოლუციაზე მიუთითებს?

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზები საიდანღაცაა ამოგლეჯილი და გაკეთებული. ამით ჩემს გამარჯვებას ვერ შეაჩერებენ. უსაქმური ვინც არის ის აკეთებს ამას. ასეთი საუბარი მე საერთოდ არ მახსოვს. რადიკალურ პოლიტურ ბრძოლაზე დღესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა. საერთოდ, ძალიან იშვიათად მაქვს მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. სახელმწიფო გადატრიალებას კი თვითონ ეს ხელისუფლება ამზადებს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერის ერთ-ერთმა მონაწილემ, აკაკი ბობოხიძემ, სააკაშვილთან სატელეფონო საუბარის ფაქტი უარყო

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

myquiz