ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება | Allnews.Ge

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

ინტერნეტში აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

"ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი", - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ "რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს".

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

myquiz