რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში | Allnews.Ge

რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, პოლიციის პოლიტიკისგან კიდევ უფრო შორს ყოფნაა.

"გავეცი ბრძაბენა, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სანდრა რულოვსი - მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნულ რისკებში განიხილება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მასთან დაკავშირებული ის სცენარი, რომელიც მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველა მოქალაქის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად იმოქმედებს.

"მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა", - განაცხადა შს მინისტრმა.

myquiz