კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" "ნულპროცენტიანს" უწოდებს | Allnews.Ge

კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" "ნულპროცენტიანს" უწოდებს

"ქართული ოცნება" თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს. შესაბამისი განცხადება მედიასთან "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა, რითაც მმართველი გუნდისადმი "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას გამოეხმაურა, რომ თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ აპირებს, ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთოს განცხადება. "ქართულ ოცნებას" არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, რომ რაიმე შეკრებას გეგმავს. მაშინ, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 13-14 დღე, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი, ასეთი შეკრება. გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერი მეწარმეებისადმი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა და "რესპუბლიკურ პარტიას" "ნულპროცენტიანი" უწოდა.

"0,3 პროცენტიანი პარტიის აბსურდულ განცხადებაზე, ვფიქრობ, პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი", - აღნიშნა კალაძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეწარმეებს თხოვნით მიმართავს, აღარასდროს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი "პოლიტ კორექტულობის" გადმოსახედიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მეწარმეებს განცხადებით ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა ხმა უნდა მისცენ იმ პარტიას და ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა დღევანდელ ბიზნესინტერესებს, არამედ ხვალინდელ მშობლიურ ინტერესებს.

myquiz