პან გი მუნი უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს | Allnews.Ge

პან გი მუნი უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის დრო დადგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"დადგა დრო, რომ უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოხდეს - შეიცვალოს დემოკრატიული და წარმომადგენლობითი მიმართულებით", - განაცხადა გენმდივანმა და აღნიშნა, რომ გაეროს დაარსებიდან საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიცვალა.

პან გი მუნის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფების მხრიდან არსებობს სხვადასხვა შეთავაზებები რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყნების აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ცნობილია საფრანგეთისა და მექსიკის წინადადებები, რომლებიც ითხოვენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

myquiz