EUobserver: უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული შეთანხმების დადება ოქტომბრამდე ვერ მოესწრება | Allnews.Ge

EUobserver: უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული შეთანხმების დადება ოქტომბრამდე ვერ მოესწრება

ონლაინ გამოცემა EUobserver-ი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის (LIBE)-ს გადაწყვეტილების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც EUobserver-ის ჟურნალისტის ალექსანდრა ერიქსონის სტატიაშია ნათქვამი, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მთავრობების მიერ ამ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიდო, თუმცა ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

"ეს უკავშირდებოდა გერმანიის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამ ქვეყანაში დანაშაულების რიცხის ზრდაში წვლილი ქართულ ბანდიტურ დაჯგუფებებს მიუძღოდათ. ბერლინის მოთხოვნით, სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბლოკი შეიმუშავებდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მარტივ მეთოდს. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს,"- ნათქვამია სტატიაში.

რეპორტიორს სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ციტატაც მოჰყავს, რომელმაც განაცხადა რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეთანხმების წარუმატებლობის შემთხვევაში, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრო-რუსულ პარტიებს გამარჯვების შანსი გაუჩნდებათ.

სტატიის თანახმად "მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო შეფასებით, საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის მზად 2015 წლის დეკემბერში იყო, შენგენის ზონის ფარგლებში უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მრავალჯერ გადაიდო.

რეპორტიორი კოსოვოსთვის, უკრაინისა და თურქეთსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც საუბრობს და თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს.

"უკრაინისთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე უარყოფითად აისახება ქვეყნის უუნარობა, ეფექტურად ებრძოლოს კორუფციას. პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კოსოვოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, თუმცა ამ ქვეყნის წარმომადგენელს არ მიანიჭეს მანდატი, რომელიც მას ანალოგიური მოლაპარაკებების ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან წარმოების საშუალებას მისცემდა.

კოსოვოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩიხშია შესული. ეს კოსოვოსა და მონტენეგროს შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების მცდელობის მარცხითაა გამოწვეული, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უვიზო რეჟიმის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. პარლამენტი ასევე მოითხოვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლის გააქტიურებას.

ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის მიცემული პირობის თანახმად, მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება მას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებულად გავლის საშუალებას მისცემდა. თუმცა ანკარა არ ჩქარობს, დააკმაყოფილოს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა და არსებულ ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს.

ამის გამო, დიდი ალბათობით, უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული შეთანხმების დადება ვერ მოესწრება ოქტომბრამდე - რაც მხარეების სამიზნე თარიღი იყო," - ნათქვამია სტატიაში.

myquiz