რომელი პარტია რა ნომრით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე | Allnews.Ge

რომელი პარტია რა ნომრით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა.

"სახალხო ხელისუფლება" არჩევნებში მონაწილეობას 11 ნომრით მიიღებს. დავით თევზაძეს ("საქართველო მშვიდობისათვის") 14 ნომერი ერგო, "ზვიადის გზა უფლის სახელით" - 28, "საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური" - 12, "საქართველო" - 17, "ევროპელი დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობას 13 ნომრით მიიღებს, "საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია" - 21, "საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია" - 20, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 16, "შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 10, "მერაბ კოსტავას საზოგადოება" - 22, "ქართული იდეა" - 18, "კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, მემარცხენე ალიანსი" - 25, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" – 7, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 27, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)" - 29, "მშრომელთა სოციალისტური პარტია" - 15, "ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი" - 30, "გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო" - 24, "ჯონდი ბაღათურია ქართული დასი" - 4, "პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად" - 2, "ეროვნული ფორუმი" - 26, "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 6, "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" – 9. საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო" არჩევნებში 19, ხოლო საარჩევნო ბლოკი "ჩვენები სახალხო პარტია" 23 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.

გარდა აღნიშნული 26 პოლიტიკური სუბიექტისა, რომელთა წილისწყრაც გუშინ ცესკოში მოხდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5 ნომრით, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" – 1 ნომრით, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 3 ნომრით, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია" – 8 ნომრით, ხოლო "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 41 ნომრით.

myquiz