მიხეილ ჯანელიძე - საქართველოში ბიზნესი თავისუფალია ყველასთვის, მათ შორის რუსული კომპანიებისთვის | Allnews.Ge

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოში ბიზნესი თავისუფალია ყველასთვის, მათ შორის რუსული კომპანიებისთვის

თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსის" საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა "ოკუპაციის შესახებ" კანონს არღვევდეს.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.

თბილისში რუსული ტაქსები გამოჩნდა

"თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს",- განაცხადა ჯანელიძემ.

myquiz