"დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ გვაქვს გეგმა და გავხდით 1 მილიონს" | Allnews.Ge

"დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ გვაქვს გეგმა და გავხდით 1 მილიონს"

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ განმუხურში გააკეთა, სადაც დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

"გუშინ უკვე შეიძლებოდა, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში პენსიონერს ჰქონოდა 250 ლარი. უკვე გუშინ შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს.

გარდა ამისა, ყველა ვინც კი ცხოვრობს ასეთ ოჯახებში, ყველა ადამიანი იქნება დაპურებული, ექნება უფასო ჯანდაცვა, უფასო მედიკამენტები, უფასო სწავლა. მორჩა დრო, როდესაც ხალხი უნდა ემსახუროს ჩინოვნიკებს, ჩინოვნიკები პირიქით უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. შეიქმნება სახელმწიფო ხალხისთვის", - განაცხადა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკაში იმედგაცრუებამ მოიყვანა.

myquiz