პაატა ბურჭულაძის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკო-ს "გირჩის" გარეშე მიმართა | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკო-ს "გირჩის" გარეშე მიმართა

პაატა ბურჭულაძის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკო-ს "გირჩის" გარეშე მიმართა. უფრო კონკრეტულად, 26 აგვისტოს, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"; "სამოქალაქო პლატფორმამ - ახალი საქართველო" და "ახალმა მემარჯვენეებმა". ხელმძღვანელ პირებს შორის დასახელებული არიან პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე, ხოლო, წარმომადგენლებს შორის, დავით ჯანდიერი და ანა კობახიძე.

ყოველივე ამას "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" ბლოკის შიდა შეთანხმებით ხსნის.

როგორც "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" პოლიტიკური ბლოკის სრულფასოვანი წევრია.

"ჩვენ გარკვეული შიდა პარტიული შეთანხმება გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია ბლოკისთვის გარკვეული სარგებლის მოტანასთან, ამის გამო, "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი", როგორც სუბიექტი არ არის დარეგისტრირებული. მაგალითად, ეს დაკავშირებულია საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობასთან და ა.შ. ჩვენთვის ეს არის ტექნიკური საკითხი. იქნება ბლოკის ერთიანი სია და ერთიანი მაჟორიტარების სია, "გირჩი" იქნება ბლოკის სრულფასოვანი წევრი", - განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" 18 აგვისტოს ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.

myquiz