პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს | Allnews.Ge

პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს

ეს ყველაფერი ჰგავს რაღაც არარეალისტურ მონათხრობს, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება.

"მე შევხვდი გიორგი პაპუაშვილს, მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, დაემტკიცებინა ეს ყველაფერი პროკურატურაში, დანარჩენი რა უნდა გითხრათ, მე არ მაქვს უფლება, გავაკეთო პოლიტიკური კომენტარი, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს რაღაც არარეალისტურ მონათხრობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

myquiz