დავით ნარმანიას თავისუფლების მოედანზე შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ | Allnews.Ge

დავით ნარმანიას თავისუფლების მოედანზე შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ

თავისუფლების მოედანზე, ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე მისულ თბილისის მერ დავით ნამანიას რამდენიმე ახალგაზრდა შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

ისინი დედაქალაქის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ორგანზაცია "სიმართლის თაობის წარმომადგენელმა, თორნიკე ბიკაშვილმა მერს მიმართა, რომ ის არ არის მოსახლეობის მიერ არჩეული და არის "ივანიშვილის მიერ მოყვანილი, ივანიშვილის მონა".

მისივე თქმით, ნარმანიას არ აქვს მორალური უფლება იყოს დედაქალაქის მერი.

"თბილისი არ იმსახურებს ასეთ უზრდელ ხელისუფალს. ნარმანიას არ აქვს მორალური უფლება იყოს თანამდებობაზე", - განაცხადა ბიკაშვილმა.

დავით ნარმანიამ საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

დედაქალაქის მერი აქციის მონაწილეებს მიმართავდა, რომ მისთვის გზა გაეთავისუფლებინათ, რათა მას სასტუმროში შესვლის შესაძლებლობა მისცემოდა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ახალი სასტუმროს "რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის" გახსნის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს.

myquiz