„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა | Allnews.Ge

„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

პარტია "ეროვნულმა ფორუმმა" მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ გამართა.

როგორც პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალი კანდიდატების შერჩევა განაპირობა საერთო იდეოლოგიამ და ფასეულობებმა. მისივე განცხადებით, ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყვნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში იღებდნენ მონაწილეობას.

"ეს ადამიანები მართალია არ ჩანდნენ ფართოდ ეკრანებზე, თუმცა წლების განმავლობაში იყვნენ იქ, სადაც არის საზოგადოება, ისინი იყვნენ აქტიური მოქალაქეები და "ეროვნული ფორუმის" ცხოვრებაში მათ ძალიან დიდი როლი აქვთ. პრინციპი არის მარტივი - ნამდვილი ადამიანები ნამდვილი საქართველოსთვის იბრძოლებენ და შექმნიან ძლიერ, ეროვნულ სახელმწიფოს", - განაცხადა კახა შარტავამ.

მაჟორიტარი კანდიდატების შემადგენლობა ასეთია:

დიდუბის # 15 მაჟორიტარულ ოლქში დიპლომატი შოთა იამანიძე იყრის კენჭს, ნაძალადევის # 17 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი თამარ ციხისელი,

გლდანის # 20 მაჟორიტარულ ოლქში პედაგოგი გიული შენგელია, თელავი-ყვარელის # 27 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი გელა გელაშვილი,

ქარელის # 40 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ნანა ქვრივიშვილი, დმანისი –წავკისი # 34 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი ალექსანდრე ნონიაშვილი,

გორის # 41 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი გურამ მჭედლიძე, ფოთის # 61 მაჟორიტარულ ოლქში სამართალმცოდნე ოთარ ხარჩილავა,

ისნის # 8 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე.

myquiz