უსუფაშვილი-ხიდაშელის კომენტარები გედევან ფოფხაძის შესახებ | Allnews.Ge

უსუფაშვილი-ხიდაშელის კომენტარები გედევან ფოფხაძის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ვისაც უფლება გვაქვს, წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატურები, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილი კანდიდატურას პარლამენტს 1 სექტემბრამდე წარუდგენს.

"პარლამენტის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად პარლამენტი. მე ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებ და 1-ელ სექტემბრამდე პარლამენტს წარვუდგენ ღირსეულ კანდიდატურას იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გვყავდეს პრინციპული, კვალიფიციური და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ხალხი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ უმრავლესობა მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, უსუფაშვილმა ხუმრობით უპასუხა, რომ ფოფხაძის კანდიდატურის წარდგენას თავად აპირებდა.

"ფოფხაძე ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს ჩემგან წარდგენილ კანდიდატურას? ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატურად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი. ე.ი. ვეღარ წარვადგენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დეპუტატ გედევან ფოფხაძის აზრით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ფოფხაძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას შეარჩევს.

"ნაკლებად რეალურად მგონია, რომ დავით უსუფაშვილის კანდიდატურას ჩვენ მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ვიყავით კოალიცია, ერთად ვიბრძოდით, ერთად მივაღწიეთ 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას, მაგრამ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები ვართ, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი გზა გვაქვს. შესაბამისად, იმის ამბიცია ნამდვილად გვექნება, რომ მსგავს შემთხვევებში ჩვენი პოლიტიკური რესურსი გამოვიყენოთ და ჩვენი აზრი გავიტანოთ ბოლომდე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გედევან ფოფხაძემ.

მისივე აზრით, "უპრიანი იქნება, მე-8 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საერთოდ არ დანიშნოს და თუ პრობლემა არ შეიქმნება, ის ახალმა პარლამენტმა დაამტკიცოს.

გედევან ფოფხაძის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მისი კვალიფიკაციით უნდა შეირჩეს და არა ვინმეს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

"პარლამენტში გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. ეს სამართლეა და ელემენტარულია, თუმცა დემოკრატია თავისთავად კვალიფიკაციის, ცოდნის, მოსამართლის პოლიტიკური მიუკერძოებლობის აუცილებელ პირობათა დაკმაყოფილებასაც გულისხმობს. როდესაც პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად უნდა იყოს არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ეს პრინციპში უკვე არის დადასტურება ყველა იმ ეჭვის, ვარაუდის, ბრალდების, რაც ამ ბოლო კვირებში მმართველი პარტიის მიმართ გამოითქმოდა.

 

myquiz