რა შეცდომებს უშვებენ ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს | Allnews.Ge

რა შეცდომებს უშვებენ ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს

საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, რის გამოც, მოსახლეობასთან შეხვედრები, პარტიული დაპირებები, ახალი წევრების წარდგენა - სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

თითოეული პოლიტიკოსი ცდილობს განსხვავებული დაპირება მისცეს მოსახლეობას, თუმცა, პიარ-სპეციალისტების მოსაზრებებით, ყველა პარტია ერთი და იგივე კამპანიას აწარმოებს.

საქართველოს მსგავსად არჩევნებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიც ემზადება. ამერიკა თავისი 2 საპრეზიდენტო კანდიდატითა და საქართველო 60-მდე პარტიით საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. როგორია საარჩევნო გარემო ამ ორ ქვეყანაში და რა განსხვავებული ტენდეციები იკვეთება საარჩევნო კამპანიის წარმოებისას.

ALLNEWS.GE დაინტერესდა ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ ქართველი პარტიები პიარ-კამპანიის წარმოებისას.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეცილისტი ელდარ პირმისაშვილმა ALLNEWS.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების განსხვავებულობა ისაა, რომ არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია იღებს მონაწილეობას.

რომელი პარტია შეძლებს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიღებას?

"წინა წლებისგან განსხვავებით, საარჩევნო კამპანია წელს ადრე დაიწყო, რაც ვფიქრობ კარგი ტენდეციაა. მთელ მსოფლიოში საარჩევნო კამპანია ბევრად ადრე იწყება ხოლმე. საარჩევნო კამპანიის ადრე დაწყება იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამომრჩეველი გაცილებით კარგად იყოს ინფორმირებული და პოლიტიკოსები კარგად გაიცნოს.

ამ არჩევნების განსხვავეულობა ისაა, რომ პარტია ძალიან ბევრია, შესაბამისად არჩევანიც დიდია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამომრჩევლთა დიდმა ნაწილმა, დაახლოებით, 40%-მა ჯერ არ იცის ვის მისცემს ხმას.

მსოფლიო პრაქტიკაში კი ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია." - განაცხადა პირმისაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა პარტია ერთი და იგივე კამპანიას აწარმოებს და მსგავსი დაპირებები აქვს.

"შეხვედრები მოსახლეობასთან, პოსტერების გაკეთება და ა.შ. - ესაა პარტიების კამპანია. ამის გარდა, პარტიების დაპირებებს თვალი, რომ გადავავლე, დაახლოებით მსგავსი დაპირებები აქვთ." - აღნიშნა პირმისაშვილმა.

პიარ-სპეციალისტის შეფასებით, არჩევნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი განსხვავებულობა იქნება. მისი თქმით, ვინც პარტიას განსხვავებულობას შესძენს, ადამიანთა გარკვეული რიცხვი მათ მიმართ ლოიალურდ განეწყობა.

"ერთ-ერთი შეცდომა, რასაც პარტიების ყველაზე ხშირად უშვებენ ისაა, რომ საზოგადოების იდენტიფიცირებას არ ახდენენ.

სხვადასხვა ადამიანს არ შეიძლება ერთი და იგივე რაღაცაზე ელაპარაკო. პენსიონერს პენსიაზე უნდა ელაპარაკო, ახალგაზრდას განათლებაზე, ბიზნესმენს რეგულაციებზე და ა.შ. ჩვენთან რატომღაც საუბრები ძალიან ზოგადია ხოლმე." - დასძინა პირმისაშვილი.

როგორც პირმისაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა პარტიების უმრავლესობაში სამი სახის თემატიკაა წინ წამოწეული ესენია - პენსია სამასი ლარი, მინიმალური ხელფასის დაწესება და ჯანდაცვა.

საყოველთაო აღწერამ გვიჩვენა რამდენი ადამიანი ცხოვრობს, აქედან რამდენია ქალი, კაცი, ბავშვი, ასევე სტუდენტი და ა.შ ამ ყველაფერს პოლიტიკოსები ძალიან ნაკლებად იყენებენ.

როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა

შეპირებები ძალიან გაზრდილია. ადამიანები წინა და ახლადნელი მთავრობებისგან იმედგაცრუებულები არიან. შესაბამისად მათთვის პირობის მიცემა, ძალიან ზოგადია. როდესაც ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ, უნდა აჩვენონ, როგორი შედეგი ექნება.

ყველა სვამს კითხვას, რატომ უნდა გენდოთ?

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში რა გზავნილებს აგზავნი. მაგალითად, ვაშაძის პარტია უფრო ახალგაზრდულ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს, "ქართული ოცნება" უფრო სოლიდური ასაკის კუთხით მიდის, ზოგიერთი პარტია აქცენტს ეროვნულობაზე აკეთებს, ზოგიერთისთვის კი ევროპული ღირებულებებია მნიშნელოვანი. პარტიას ისეთი გზავნილი უნდა ჰქოდნეს, რომ მოსახლეობამდე მივიდეს, თუმცა ამ გზავნილს ქმედითი ნაბიჯიც უნდა მოყვებოდეს. თუ ამბობ, რომ დევნილებს ეხმარები, მხოლოდ ფულით კი არ უნდა დაეხმარო, აზრით, დამოკიდებულებით, მათი ნდობა უნდა დაიმსახურო. " - განაცხადა პირმისაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით ამერიკა საარჩევნო კამპანიას ბევრად ადრე იწყებს და მიდგომებიც ეტაპობრივი აქვთ.

"ამერიკის შემთხვევაში, ეტაპობრივი ტიპის მიდგომებია. ჯერ განხილვები იწყება, მერე წარდგენები, რაც 6 თვეს იწელება. ჩვენთან ეს პერიოდი პატარაა, იმიტომ რომ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. თუმცა, ყველას ერთი და იგივე შეცდომა ის მოსდის, ისინი ერთი და იგივე პერიოდში აქტიურდებიან. ყველა პარტია კანდიდატებს ერთ დღეს წარადგენს, მერე დაიწყებენ კამპანიას და უკვირთ, რომ ტელევიზია ვერ დავაინტერესეთ, ხალხმა ვერ გაიგო თორემ კარგი პროგრამა გვქონდაო ა.შ.

კრეატიულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა პოსტერს და გაზეთს თუ გამოიყენებ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. იგივე ავიღოთ კანდიდატის ვიზუალი, ყველას ჰგონია, რომ გამოწყობილმა უნდა იარო, პარტიის ატრიბუტიკა ნაკლებად მუშაობს ხოლმე. უფრო მნიშნელოვანია, ვის როგორი იმიჯი აქვს, რას წარმოადგენს და როგორი ოჯახის აქვს." - აღნიშნავს სპეციალისტი.

პიარ-სპეციალისტის შეფასებით, მთავარია პოლიტიკოსებს კარგად და არგუმენტირებულად ჰქონდეთ ჩამოყალიბებული, თუ რატომ უნდათ პოლიტიკოსობა.

myquiz