ამდროისთვის უცნობია გაუქმდება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევა | Allnews.Ge

ამდროისთვის უცნობია გაუქმდება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა.

როგორც ჟურნალისტებს იზორიამ განუცხადა, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ", - განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

რაც შეეხება რეზერვის კონცეფციის საკითხს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება 4-წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

"ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს. მას ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. სტრატეგიაში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იზორიამ.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცემულ აქტს არ გადახედავს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ, ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში. ჩემი აქტი ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ სხვა უწყებებში", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

myquiz