რომელი პარტია შეძლებს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიღებას? | Allnews.Ge

რომელი პარტია შეძლებს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიღებას?

საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და პარტიები მომავალი არჩევნებისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. თუმცა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებზე ვის მისცემს ხმას.

როგორ აისახება აღნიშნული კვლევის შედეგები მომავალ არჩევნებზე და რომელი პარტია შეძლებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას, ამ საკითხებზე ALLNEWS.GE პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ გრიგოლ გეგელიას თქმით, კვლევის ეს შედეგი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში იდეოლოგიური პოლიტიკა ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, სახეების პოლიტიკა გვაქვს, სადაც შეიძლება ხმა მისცე მემარცხენეებს, მემარჯვენეებს, სააკაშვილის ან კიდევ ივანიშვილის ძალას.

"არსებული პოლიტიკური ელიტების მიმართ აბსოლუტური უნდობლობა ჩამოყალიბდა.

ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ელიტები გაბანკროტებულები არიან. პრინციპში წელს, რაც ხდება ახალი არ არის. ესაა მთელი 25 წლიანი პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ყოველთვის რაღაც თეატრს გვთავაზობდნენ, სადაც იყო პატარა სკანდალი, ვიღაცის პიროვნული ურთიერთობები და ა.შ.

დღეს სხვა დიდი ქვეყნების მაგალითზე დავინახეთ, რომ არსებობს პოლიტიკა, სადაც რეალურ ციფრებზე და პროგრამაზეა საუბარი. ამან პოლიტიკური ელიტის კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. წარმოიდგინეთ რამდენი წელია ერთი და იგივე ადამიანებისგან ერთი და იმავე რაღაცეებს ვისმენთ.

როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა

ბუნებრივია ამან ადამიანების გადაღლა გამოიწვია. 57% ჩამოყალიბებული საერთოდ არ არის, 27%-თან არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს, 33% კი არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ციფრებია. წარმოიდგინეთ 33 პროცენტიანმა სეგმენტმა ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ მისცეს ხმა რამდენად განსხვავებულ პარლამენტს მივიღებთ, რომელმაც შესაძლოა მთავრობაც კი შექმნას." - განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე როგორ იმოქმედებს კვლევის შედეგები მომავალ არჩევნებზე პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებისთვის ციფრები დიდად არ შეიცვლება მივიღებთ ნაკლებად ლეგიტიმურ პარლამენტს და მრავალპარტიული პარლამენტის მიღების შანსიც დაიკარება.

"ასეთი შედეგები მომავალ პარლამენტზე ცალსახად ცუდად იმოქმედებს.

ზოგადად ქართული პოლიტიკური ელიტა დაცლილია შემართებისგან, რომ ქვეყანა მართოს.

როდესაც შემართება არ იგრძნობა მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა მივცე ხმა?

თუმცა ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ არჩევნებზე აუცილებლად მივიდეთ. ამომრჩეველმა რეალური ლეგიტიმაცია, თუ არ გავეცით, შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას." - განაცხადა გეგელიამ.

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

პოლიტოლოგი თვლის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი თეორიულად ყველა პარტიას აქვს, თუმცა რეალური შანსი ორ მთავარ ძალას - ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას აქვს.

"ვინ მიიღებს ამ ხმებს დამოკიდებულია, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს. თუმცა ამაზე ისიც იმოქმედებს, რომ ეს ორი მთავარი ძალა ქვეყნის სათავეში უკვე იყო. საბოლოო ჯამში, ვინც უფრო ჭკვიანია ამ გადაუწყვეტელი ამომჩევლის ხმას სწორედ ის წაიღებს.

ეს 57% იმიტომ არსებობს, რომ პოლიტიკური ელიტები ერთმანეთის მსგავსია.

ყველაფრით ერთნაირები არიან, როგორც იდეების, ასევე ქცევის დონეზეც.", - ამბობს პოლიტოლოგი.

როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია Allnews-თან საუბრისას ამბობს, პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებისთვის საინტერესო საკითხების წინ წამოწევა ვერ მოახერხეს, ამიტომაც დღევანდელი პოლიტიკური კლასი ამომრჩევლის თვალში მომხიბლელი არ არის.

"პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამ საკითხზე ცოტა მეტი დაფიქრება მოუწევთ, მითუმეტეს არჩევნებამდე დრო ძალიან ცოტა რჩება. დარჩენილი სამი თვის განმავლობაში მოუწევთ, რომ მოსახლეობას მკვეთრი გზავნილები გაუგზავნონ. ამის გარდა, არსებობს ნეგატიური გზებიც, რაც 2012 წლის არჩევნებმაც დაადასტურა. ამიტომ შესაძლებელია, რაღაც კომპრომატები გამოიყენონ. თუკი ხელისუფლება რომელიმე პარტიის მისამართით შეცდომას დაუშვებს, იმ პარტიამ შეიძლება დაჩაგრულის იმიჯი მოირგოს, ესეც იმოქმედებს.

რა შანსები აქვს განახლებულ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებზე

"ქართულ ოცნება" და ნაციონალური მოძრაობა ბევრს არ კარგავს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი პარლამენტში მაინც გავლენ, სხვა პარტიები უფრო დაზარალდებიან. ამიტომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხმები მათ მიიღონ. სწორედ ამ გადაუწყვეტელ ხმებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა." - აღნიშნა კაკაჩიამ.

როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, ამ შედეგით, ჭრელ პარლამენტს მივიღებთ და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაც გაჭირდება. მისი თქმით, პარლამენტის ქმედითუნარიანობა ეჭქვეშ დადგება და გადაწყვეტილების მიღებაც გაძნელდება.

"ამომრჩეველი დიდი ხანია იმედგაცრუებულია, რისი მიზეზი ხელისუფლების ქმედებებია. ხელისფულებამ ახალი ნარატივი ვერ შექმნა. ყოველთვის არსებობდა შეხედულება, რომ რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლიერებს, კორუფციას ებრძვის და რაღაცეებს აშენებს. რამდენად კეთდება ეს სხვა საკითხია. ახლა ასეთი არაფერი ნარატივი არ არსებობს." - განაცხადა კაკაჩიამ.

"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები

myquiz