გიორგი კვირიკაშვილი ხიდაშელისა და უსუფაშვილის კომენტარებს ეხმაურება | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი ხიდაშელისა და უსუფაშვილის კომენტარებს ეხმაურება

დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და პარლამენტი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც უშიშროების სამსახურის კადრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას შეცდომას და სისტემურად არასწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.

"გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

myquiz