თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან ოფიციალურად დატოვეს თანამდებობები | Allnews.Ge

თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან ოფიციალურად დატოვეს თანამდებობები

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხიდაშელისა და ზაქარეიშვილის შემცვლელების წარდგენამდე აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.

ორმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, რითაც "რესპუბლიკურ პარტიას" გამოეყო.

აგულაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" გეგმავს თანამშრომლობას.

myquiz