ვინ იქნება თავდაცვის ახალი მინისტრი | Allnews.Ge

ვინ იქნება თავდაცვის ახალი მინისტრი

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შემცვლელი, შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან შეირჩეს.

ამის შესახებ არაოფიციალურად მმართველ გუნდში საუბრობენ, სადაც განმარტავენ, რომ თავდაცვის უწყება იმ პირმა უნდა ჩაიბაროს, ვისაც საგარეო ურთიერთობების კარგი გამოცდილება და კომპეტენცია გააჩნია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, თავდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატთა შორის არიან: - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

myquiz