პრეზიდენტი გიორგი პაპუაშვილს ხვდება | Allnews.Ge

პრეზიდენტი გიორგი პაპუაშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხვდება.

გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება.

შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ, პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას გააკეთებენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს გამოკითხვაზე მისვლას მთავარი პროკურატურაც სთხოვს.

myquiz