„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია იქნება | Allnews.Ge

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია იქნება

მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ოთარ დანელია "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას არც უარყოფს და არ ადასტურებს.

"ვფიქრობ, რომ ჯობს დაველოდოთ წარდგენას, პრემიერ-მინისტრი თავად დაასახელებს და ყველასთვის ცხადი გახდება ყველაფერი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 20:00 საათზე, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე წარადგენს.

myquiz