ინტერპოლმა იგორ გიორგაძეზე ძებნა შეწყვიტა | Allnews.Ge

ინტერპოლმა იგორ გიორგაძეზე ძებნა შეწყვიტა

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ გიორგაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"ინტერპოლმა" განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა სასამართლო განიხილავს ჩემს საქმეს. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატებს და გეტყვიან ზუსტ რიცხვს. ინიცირება გავუკეთეთ, რომ სასამართლომ განიხილოს, რამდენად შეესაბამება ჩემი, თითქმის 21 წელი პოლიტიკურად დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს. ასე, რომ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, ადგილზე არიან ჩემი ადვოკატები და გიპასუხებენ", - აღნიშნა იგორ გიორგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას, მან განაცხადა, რომ გეგმავს და ამიტომ სასამართლოს დადგენილებას ელოდება. გიორგაძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო იგორ გიორგაძე 21 წელი ძებნილი იყო და რუსეთში იმყოფებოდა. გიორგაძეს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტსაც უკავშირებდნენ.

myquiz