„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა | Allnews.Ge

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის საარჩევნო სიის ათეულის წევრებმა - სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინეს.

წარდგენაზე შეკრებილ მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამის ძირითადი ასპექტები გააცნეს.

რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო რატიანმა კი ადგილზე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ოქტომბერში მოიგებს განვითარება; ოქტომბერში მოიგებს ის ძალა, რომელსაც აქვს განვითარების ყველაზე მეტი გამოცდილება. საქართველოში არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გამოცდილება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

myquiz