გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება მხარდაჭერილი | Allnews.Ge

გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება მხარდაჭერილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება მხარდაჭერილი.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დღეს დაიწყო მუშაობა კომიტეტებმა, სადაც მიმდინარეობს რეზოლუციების სხვადასხვა ნაწილების აქტიური განხილვა.

"კომიტეტები ამ საკითხებს გაივლიან. ასევე დამატებით რეზოლუციებს, როგორიცაა მაგალითად კონფლიქტის შესახებ საქართველოში. ამის შემდეგ პლენარული სხდომა განიხილავს ამ საკითხებს. იქნება დებატები ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს შესწორებები რამდენიმე რეზოლუციაში და იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერილი იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება შესწორებებს, გიგი წერეთლის თქმით, საუბარია ფორმულირებების ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურად უფრო გამართულად, სწორად. ასევე ტონის გამკაცრებაზე რუსეთის მიმართ, რომ ისინი აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებებს არ ასრულებენ და ა.შ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია თბილისში მიმდინარეობს.

myquiz