GFK-ის კვლევა: არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა | Allnews.Ge

GFK-ის კვლევა: არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.

ამასთან, შეკითხვაზე: "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"? - რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს.

სხვა პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება: "ლეიბორისტული პარტია" - 2.8%, "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 2.2%, "ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" 1.6 %, "რესპუბლიკური პარტია" - 0.6 %, "ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე" - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" - 0.3 %, "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" - 0.2 %, "თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა" - 0.2 %. კვლევის მიხედვით, "ეროვნული ფორუმის" მხარდაჭერა 0.1%-ით განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, "ვეტერანების პარტიას" ხმას 0.1% მისცემდა, ჯონდი ბაღათურიას "ქართულ დასსა" და ლადო ბედუკაძის "ცენტრისტებს" კი - 0.1%. გამოკითხვით 0,0 %-იანი მხარდაჭერა აქვთ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას".

3.9% არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო კატეგორია "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" აირჩია 19.4 %-მა.

გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

myquiz