თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მისი ბრძანების გაუქმების "შესაძლებლობა არ არის" | Allnews.Ge

თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მისი ბრძანების გაუქმების "შესაძლებლობა არ არის"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და რომელზეც მთავრობას ნამსჯელი აქვს.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობამ გააუქმოს, თავდაცვის მინისტრის თქმით, "არ არის ამის შესაძლებლობა".

გიორგი მარგველაშვილი - არანაირი გაწვევა გაუქმებული არ არის

"თუმცა, ზოგადად შესაძლებლობა ყველაფრის არის. შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული.

პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და მთავრობას ნამსჯელი აქვს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ხელისუფლებამ. გასაგებია, რომ ემოციები ასე ჭარბობს, თუმცა მთავარია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ავიღეთ საზოგადოების და პარტნიორების წინაშე, შესრულებულია", - განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი - სესიაშვილს მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" 7 ლარად დგომა სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია

myquiz