ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა | Allnews.Ge

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.

"ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან. ქალბატონი ანა შეეცდება, დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა.

როგორც ცნობილია, პირველ ჯერზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

myquiz