გიორგი მარგველაშვილი - არანაირი გაწვევა გაუქმებული არ არის | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი - არანაირი გაწვევა გაუქმებული არ არის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არის გაუქმებული არანაირი გაწვევა, არამედ არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. "ეს არის განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული".

მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მე ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ, უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს

მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის დღევანდელი გადაწყვტილების შესახებ საქმის კურსში არ იყო.

myquiz