ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება | Allnews.Ge

ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მასთან არც კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.

"სია რომც არ იყოს ძალიან კარგი, თუმცა ამას გამოვრიცხავ, "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, რომ სიაში იქნებიან ძალიან ღირსეული კანდიდატები. ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან,", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

myquiz