ევროპელი მაღალჩინოსნების პირველი შეფასებები დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე | Allnews.Ge

ევროპელი მაღალჩინოსნების პირველი შეფასებები დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გააკეთეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს.

"ჩვენ დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად ვართ", - განაცხადა მარტინ შულცმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს "სამწუხარო" უწოდა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს

"ეს სამწუხარო ამბავია გაერთიანებული სამეფოსთვის. ევროპა წინსვლას გააგრძელებს, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს აუცილებელია", - განაცხადა ფრანმა მინისტრმა.

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია.

"ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის", - აცხადებს შტაინმაიერი.

myquiz