ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ | Allnews.Ge

ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე იმსჯელებს.

შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მაშინ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი იტყობინებოდა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

20 მაისს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი გატანილი იქნება COREPER-ის სხდომაზე.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, თერეზა მეის ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი თანხმობის მისაღებად იქნება გადატინილი, რათა ევროპარლამენტთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყოს.

myquiz