ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს | Allnews.Ge

ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის მოცულობის ოცეულით გაზრდის საკითხი წარუდგინოს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე", - განაცხადა იმერლიშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას გაიზიარებს.

 

myquiz