ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს | Allnews.Ge

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

ამ წუთებში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. დაგეგმილია შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 29 მაისს ეწვია. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ის ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

myquiz