პაატა ბურჭულაძე - ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძე - ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში

ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელ ყრილობაზე მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მისი მოძრაობა უფრო ეფექტური იქნება ვიდრე წინა მთავრობები.

"მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი.

ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით.

ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია!

ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!

მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაწყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!" - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.

myquiz