ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც "ქართული ოცნების" გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა.

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

14 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.

" წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე", - განაცხადა ივანიშვილმა.

myquiz