ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა | Allnews.Ge

ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლიტვაში, ქალაქ კაუნასში, კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინა. ფრანების ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო ფოტოგამოფენა "50 ქალი საქართველოდან" ლიტვის ფოტოხელოვანთა კავშირის გალერეაში.

7 ივნისს, ლიტვაში საქართველოს საელჩო ასევე აწყობს საზეიმო მიღებას, სადაც კონცერტს გამართავენ "ქართული ხმები", ანსამბლი "რუსთავი" და "ქარვის კვარტეტი".

ამასთან, გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა და მოეწყობა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია.

myquiz