ლიტვა და ესტონეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავენ | Allnews.Ge

ლიტვა და ესტონეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავენ

ლიტვის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ქართულ ენაზე ულოცავენ.

"ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს! საქართველოს გაუმარჯოს", -წერს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩიუსი "ტვიტერის" მიკრობლოკში.

თავის მხრივ, "ტვიტერის" მეშვეობით საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავს დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც იქვე, ქართულ ენაზე აკეთებს ჩანაწერს: "გაუმარჯოს საქართველოს".

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოცი ტექსტი ამავე სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლების სიყვარული მტკიცედ აკავშირებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო და ემოციურ მეგობრობას", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მილოცვაში.

myquiz