ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ყველა ქვედანაყოფი, განგაშის გამოცხადებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს | Allnews.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ყველა ქვედანაყოფი, განგაშის გამოცხადებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ყველა ქვედანაყოფი განგაშის გამოცხადებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, მობილიზაცია სამხედროების მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაიწყო.

"შემოწმება ხორციელდება მაღალი რანგის შტაბის ოფიცრების მიერ. ისინი შეაფასებენ საბრძოლო მზადყოფნას და სამხედროების შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ დავალება", - ნათქვამია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

myquiz