"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით განცხადება დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელის მას კორცხელის ინციდენტზე ეკისრება.

"მთელი საქართველო ხედვას, რომ დამნაშავე ხელისუფლებაშია და ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას არჩევნებზე "არას" ეუბნება. მათ ამ არჩევანის წართმევა უნდათ.

ვერ აცნობიერებენ იმას, რომ მათ 4 წლის განმავლობაში ვერ გააკეთეს ვერაფერი ხალხისთვის და ახლა უნდათ, რომ ხალხის არჩევანზე იძალადონ.

ეს არის მათი პასუხი ხალხის ნებაზე, ამიტომ ჩვენ ვიდრე არ იქნება დადგენილი დამნაშავე, დამკვეთი, ისევე როგორც ადამიანები, ვინც იმ დღეს იძალადეს, ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში", - განაცხადა სერგო რატიანმა.

myquiz